"მმართველი პარტია [საქართველოში] მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება... არჩევნების შედეგის საერთაშორისო აღიარების მიზნით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული მოქმედება" | PACE-ს წევრების განცხადება

გამოქვეყნდა:

"არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები", - ამ სახელწოდებით განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მას 24 პარლამენტარი აწერს ხელს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება:

"ჩვენ, ხელმომწერები ვაცხადებთ შემდეგს: საქართველოდან შემოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება. ეს მოიცავს მასიური დაშინების კამპანიას ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ასევე იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზე. ამომრჩეველს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმის მიცემის ფარულობას - „ხელისუფლება გაიგებს, ვის მისცეს ხმა და ამას მოჰყვება შედეგები“. არჩევნების დამკვირვებელთა ადგილობრივ ჯგუფებს დაბრკოლებებს უქმნიან თავიანთ საქმიანობაში და ბოროტად იყენებენ ანტიკორუფციულ კანონმდებლობას "უცხოელი აგენტების კანონის" ძალაში შესვლამდეც კი. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგის საერთაშორისო აღიარების მიზნით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული მოქმედება და შეცვალოს კურსი. ამიტომ, საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებლების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, როლი გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი", - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი