ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა - ნათია მეზვრიშვილი ეპიდვითარებაზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ოდენობის მიუხედავად, სიტუაცია სრულად კონტროლდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრ შეზღუდვები

მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს და ეს ბუნებრივია, კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონშიც ეს წერტილოვანი შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ რეგიონსა თუ ქალაქში, ზედმიწევნით დაიცვას წესები.

ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს - განაცხადა მეზვრიშვილმა და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდა

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 2 პაციენტი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი