ვაშინგტონში, მეუფე იაკობი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ობრაიენს ხვდება. შეხვედრის დეტალები უცნობია. ამ დრომდე ბუნდოვანია, რა მისიით გაემზგავრა საპატრიაქოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა სტატუსით ხვდება სინოდის წევრი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამდებობის პირს.
ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერმინისტრის კრახით დასრულებული ვიზიტის შემდეგ, ოლიგარქმა ივანიშვილმა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მოსალაპარაკებლად მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გაგზავნა. ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, თეთრი სახლის კორესპონდენტმა, ალექს რაუფ-ოღლუმ, გაავრცელა.