4 ოქტომბერს ლავროვი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

4 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ, მარია ხაზაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"სერგეი შამბასთვის, 2024 წლის აგვისტოში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს პირველი სამუშაო ვიზიტი იქნება", - თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ ლავროვი ე.წ. მინისტრებთან "რუსეთისა და აფხაზეთის, ასევე, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრსა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებსა და პრობლემებს" განიხილავს.

მისივე თქმით, "სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი