"დაიცავი ამომრჩეველთა ხმები" | "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამკვირვებლების მიღებას აცხადებს - რეგისტრირებულია უკვე 2 000-მდე პირი

გამოქვეყნდა:

დროის ათვლა დაწყებულია - ზუსტად 23 დღეში ქვეყანაში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. რეფერენდუმად ქცეული არჩევნები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენენლებს ერთი მიზნისთვის აერთიანებს. მიზანი იმ ვითარების შეცვლაა, რომელიც ქვეყანას დასავლურ ღრებულებებს აშორებს და ევროპულ მომავალ ართმევს.

„ჩემი ხმა ევროკავშირს“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც 30 გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ხალხის არჩევანის დასაცავად პროცესის მიმდინარეობას საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან. საერთო მიზნისთვის ბრძოლაში განსხვავებული პროფესია არ არსებობს.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროპული მომავალის დაცვაა, აქვს შესაძლებლობა, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე wevote.ge გაიაროს რეგისტრაცია. 2000-მდე განაცხადი კოალიციაში უკვე შესულია. ნაწილი მათგანის გადამზადება რეგიონებში დაიწყო. დედაქალის მასშტაბით კი ტრენინგები მომდევნო კვირიდან დაიწყება, სადაც მოხალისეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, როგორ უნდა იმოქმედონ უბანზე ისე, რომ ივანიშვილის გუნდმა ვერც ერთი ხმის გაყალბება ვერ შეძლოს.

არჩევნებს 1500 დამკვირვებლით ISFED და 600 დაამკვირვებლით საიაც დააკვირდება. "სამართლიანი არჩევნების" მიერ შექმნილ პლატფორმაზე საქართველოს მოქალაქეების მომართვიანობა დღითიდღე იზრდება. მათი რაოდენობა რაც მეტი იქნება, მით უფრო მარტივად დაიცავენ მოქალაქეების ხმებს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტი ადამიანი გახდეს დამკვირვებელი. უკვე მათ რიგებში გაერთიანებულები დამკვირვებლები კი სხვებსაც მოუწოდებენ, დადგნენ მათ გვერდით.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი