
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში "ჰეზბოლას" ობიექტებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს. შესაბამისი განცხადება და ვიდეო ცაჰალის ტელეგრამის არხში გამოქვეყნდა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავმა დაჯგუფების სადაზვერვო შტაბზე განახორციელა იერიში.
თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე.