"სომხეთი მოსკოვს შორდება... ამავდროულად, "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისკენაა მიმართული" | ჰელსინკის კომისია

გამოქვეყნდა:

"სომხეთი მოსკოვს შორდება... ამავდროულად, "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისკენაა მიმართული და როგორც ჩანს, მან გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს", - ამის შესახებ შეერთებული ამერიკის შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია საუბარი. 

"სამხრეთ კავკასია დანის პირზეა. რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კონტროლი რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა გადახედონ ჩვენს მიდგომას. სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ამას აბალანსებს NATO-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით.

ამავდროულად, საქართველოს "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენ არის მიმართული და როგორც ჩანს, მან გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს. პრორუსული პოზიციისკენ ეს შემოტრიალება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ, გაზარდოს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკანდახევისთვის და უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის. წინსვლის გზა არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ", - წერის კომისია X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი