მექსიკელმა ჯარისკაცებმა მიგრანტების სატვირთოს ცეცხლი გაუხსნეს | დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი

გამოქვეყნდა:

მექსიკელმა ჯარისკაცებმა მიგრანტების სატვირთოს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სატვირთო ავტომობილში, რომელიც სამხედრო პატრულისთვის თავის არიდებას ცდილობდა, 33 მიგრანტი იმყოფებოდა. ინციდენტი ჩიაპასის შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს მოხდა.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბადან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. გარდაცვლილთა ეროვნება უცნობია, მაგრამ უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამის საელჩოებს დაუკავშირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი