ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციები და და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრები საქართველოში მედია გარემოს შესახებ საგანგაშო დასკვნას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და დამოუკიდებელი, კრიტიკული აზრის დისკრედიტაცია და ჩახშობა ხდება.
დოკუმენტში საუბარია რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებზე, პოლარიზაციისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებულ დაშინებისა და ზეწოლის კამპანიაზე.
"მისიაში მონაწილე აქტორებმა განაცხადეს, რომ მედიის წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავები იარაღად გამოიყენება მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მიერ და ნაკლებად კერძო აქტორების მიერ. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები ამ საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას აძლიერებს."- ნათქვამია დასკვნაში.
ორგანიზაციებმა შუალედური დასკვნა საქართველოში საგანგებო მისიის დასრულების შემდეგ მოამზადეს. მისიის ფარგლებში მათ მედია გარემო, წინასაარჩევნო კამპანიის მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება შეისწავლეს.