რუსეთს სამხედრო ბაზისთვის შესაძლოა ცხინვალში მიწა გადაეცეს. მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ის ინფორმაციით, კრემლმა უკვე მიღო რუსეთის თავდაცვის უწყების წინადადება რუსეთისთვის ე.წ სამხრეთ ოსეთში მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.