გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს არანაირი მაღალი დონის შეხვედრები "ქართულ ოცნებასთან" | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების ლიდერებს აღარ შეხვდნენ.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, 27 ლიდერის გადაწყვეტილება ქართული ოცნების ნარატივსა და ანტიდასავლურ რიტორიკაზე პასუხია.

"რაც შემიძლია გითხრათ, მიმდინარე წლის ივნისში, ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე განვიხილეთ 
როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს,  პროპაგანდას, კონსპირაციების თეორიებს, და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში", - თქვა ჰერჩინსკიმ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი