ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, 6 ოქტომბერს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

მოძრაობები "დაიცავი" და "ერთი მოქალაქე - ერთი არჩევანი" ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემის მოთხოვნით აქციას გამართავენ. 

ისინი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით, კვირას, 6 ოქტომბერს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მოითხოვენ. ასევე, იგეგმება ერთობლივი ონლაინ პეტიციის გავრცელება და საპროტესტო აქციების გამართვა მსოფლიოს მასშტაბით.

"საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის ჩახშობა არის არა მხოლოდ მათი უფლებების დარღვევა, არამედ საქართველოს დემოკრატიული მომავლის საფრთხეში ჩაგდება" - აცხადებს  მოძრაობა "ერთი მოქალაქე ერთი არჩევანი " წარმომადგენელი ოთარ ზურაბიშვილი. 

ცესკოს მონაცემებით, საკონსულო სიებში მხოლოდ 67,000 მოქალაქეა დარეგისტრირებული. აქციების ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ რეალურად 500,000-ზე მეტ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება. 

"მოძრაობები "დაიცავი" და "ერთი მოქალაქე - ერთი არჩევანი" აქვეყნებენ ერთობლივ მანიფესტს, რომელიც მოითხოვს საზღვარგარეთ მცხოვრები 500,000-მდე საქართველოს მოქალაქის საარჩევნო უფლებების სრულფასოვან რეალიზებას. მოქმედი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობას არჩევნებში."  აცხადებენ ორგანიზაციები

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი