ცესკოს ვებ-გვერდი გაითიშა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ვებ-გვერდი გათიშულია. ცესკო მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს.

არსებულ შეფერხებაზე წერს არჩევნებზე ემიგრანტების ჩართულობის გასაზრდელად შექმნილი პლატფორმის emguide.ge -ის დამფუძნებელი ბაჩანა შენგელიაც.

"ცესკოს საიტი არ მუშაობს დილიდან, ასევე არ მუშაობს გამართულად საკონსულოს საიტი. დიდი მადლობა, რომ ასობით ემიგრანტს ვერ ვარეგისტრირებთ. ახლა არ თქვათ, დიდი რაოდენობის მომხმარებელი შემოდისო. არ ელოდით? ბოლოსწინა სამუშაო დღეა საკონსულო აღრიცხვის დასრულებამდე. გასაგებია, შიშს დიდი თვალები აქვს." - წერს ბაჩანა შენგელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი