ჰაიტიზე, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ჰაიტიზე, შეიარაღებული დაჯგუფება "გრან გრიფის" თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. დაშავდა 50-მდე ადამიანი. შემთხვევა ცენტრალურ არტიბონიტის რეგიონში, ქალაქ პონტ-სონდეში მოხდა. სამთავრობო პროკურორმა "გრან გრიფის" ბანდის თავდასხმას "ხოცვა-ჟლეტა" უწოდა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ჰაიტის უფლებადამცველი ჯგუფი ასახელებს 20-ს ან მეტს.

მედია წერს, რომ "გრან გრიფი" არის ჰაიტის ერთ-ერთი ყველაზე მოძალადე ბანდა. 2023 წლის იანვარში მის წევრებს ბრალი დასდეს პორტ-სონდეს მახლობლად პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში და ექვსი ოფიცრის მკვლელობაში. 

ჯგუფს 100-მდე წევრი ჰყავს და ისინი ბრალდებული არიან სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის მკვლელობაში, გაუპატიურებაში, ძარცვასა და გატაცებაში. გაეროს მოხსენების თანახმად, მისი დამფუძნებელიც და ამჟამინდელი ლიდერიც აშშ-ს ჰყავს დასანქცირებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი