რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რუსეთში "ქართული დიასპორის" ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტთან არსებული ერთაშორის ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს და წერს, რომ შესაბამის ბრძანებას პუტინმა ხელი დღეს, 4 ოქტომბერს მოაწერა.
ბრძანებაში ნათქვამია: "საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს დავით ცეცხლაძე - საზოგადოებრივი ორგანიზაციის "რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის" პრეზიდენტი".