აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქონება სასამართლო სარჩელებშია დაკავებული.
"ვერ დავიჩემებ, რომ მესმის ბატონი ივანიშვილის ნებისმიერი კომუნიკაციის უკან რა მოტივია, ჩვეულებრივ, არ ვისურვებდი ლაპარაკს პირად კომუნიკაციაზე, თუმცა მან თავად წამოსწია ამ კომუნიკაციის თემა თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში. და მართალია - მას ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია და სამწუხაროდ, მართალია აგრეთვე ის, რომ იმ კომუნიკაციების დროს მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ გვხვდება არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული", - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.