მეუფე იაკობის ამერიკული ვიზიტი | მეორე დღეა, ბოდბელი ეპისკოპოსი დუმს, მისი შეხვედრების შესახებ კი არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნდა:

რა შეთანხმების მიღწევას ცდილობს ვაშინგტონში მთავარეპისკოპოსი იაკობი? - სინოდის წევრი მეორე დღეა მიუწვდომელია და, შესაბამისად, მედია მისი ვიზიტის შესახებ მხოლოდ ირიბი მინიშნებებით მსჯელობს. 

ვერსია, რომ მეუფე იაკობი შეერთებულ შტატებში კონკრეტული პოლიტიკური მისიით არის მივლენილი, სულ უფრო მყარდება. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ მთავარეპისკოპოსი წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის ურთიერთობების გასაღრმავებლად არის გაგზავნილი, მაგრამ არც უნივერსიტეტში და არც ვაშინგტონში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განრიგში ნათლად არის საუბარი მღვდელმთავრისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრაზე. 

"მეუფე იაკობი იქ გაიგზავნა უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით. აშშ-ში გვაქვს გაცვლითი პროგრამები. მე გეუბნებით რა ინფორმაციაც მაქვს", - განუცხადა "მთავარ არხს" მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი