"ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, აიხდინოს ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - უცვლელია" | რობინ დანიგანი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს, აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - უცვლელია", - აცხადებს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი.

"აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი - პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით. ხელი-ხელ ჩაკიდებული ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შეძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან. ჩვენ ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი, როცა საქმე ეხება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - უცვლელია. და კვლავ, მთავრობის სპეციფიკურმა მოქმედებებმა, ვფიქრობ, საქართველო, სამწუხაროდ, გადაიყვანა ამ გზიდან. არაფერი გვინდა იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს იმას, რაც ხალხს გაცხადებულად სურს“, - აცხადებს რობინ დანიგანი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი