
კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ჯერ ქუთაისში მკურნალობდა, შემდეგ კი ის თბილისის გადაიყვანეს.
გოფოძის ინფორმაციით, მამაკაცს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
24 საათში ინფექცია დაუდასტურდა 218 ადამიანს და გარდაიცვალა - 3