დიდი რაოდენობით ტესტების გამო, პასუხების დაყოვნება 3 დღემდე გაიზარდა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირების პასუხები გვიანდება, რადგან რაოდენობრივად უფრო მეტი ტესტი კეთდება. მისი თქმით, პასუხები 7-8 დღით არ დაგვიანებულა, თუმცა დაყოვნება 3 დღემდე გაიზარდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

იყო გარკვეული დაგვიანება, იმ კუთხით, რომ თუ წარსულში 24 საათში ჩვენ გვქონდა ხოლმე პასუხი, დიდი რაოდენობით ტესტირების გამო დაყოვნების პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება პასუხების გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს. ამ მხრივ საველე ტესტირების პასუხები ამ ეტაპისთვის სრულად ამოწურულია და ჩვენ ვფიქრობთ, ხვალ-ზეგიდან უკვე დავუბრუნდებით ისევ 24 საათიან ტესტირების პასუხს, — თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურა, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი