რამზან კადიროვის შვილი რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ვაჟი, ადამ კადიროვი, რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა. ის რუსეთის შემადგენელი  სუბიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა უფროსად დასახელდა, მან ეს პოსტი 15 წლის ასაკში დაიკავა.

დაჯილდოება გროზნოში MMA მატჩის დროს შედგა, ჯილდო ადამ კადიროვს რუსეთის რეკორდების წიგნის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ კონენკომ გადასცა.

გარდა ამისა, ადამ კადიროვმა მიიღო მედალი რუსული რეკორდების წიგნის პოპულარიზაციისთვის. კონენკომ არ დააკონკრეტა რა გააკეთა მან წიგნის პოპულარიზაციისთვის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი