ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) არჩევნებს გააკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი "ტერიტორიული ჯგუფების" დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
ჯგუფები იქმნება:
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.