ნიკა გილაური დღეს საჯარო ლექციაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ ხედვას და რეფორმების გეგმას წარადგენს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ისტორიული შანსი: შესაძლებლობა,  რომელიც ხელიდან   არ უნდა გავუშვათ" -  ამ სახელწოდებით საჯარო ლექციას დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი,  კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ნიკა გილაური გამართავს.

ლექცია დღეს  4 საათზე "ფექთორი თბილისშია" დაგაგემილი. შეხვედრაზე  გილაური წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ ხედვას და რეფორმების გეგმას.

რა არის საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოების გაძლიერების და ეკონომიკური კეთილ;დღეობის ფორმულა  და რა კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი ჩვენს ქვეყანაში - ამ საკითხებს  გილაური ახალგაზრდა ლიდერებთან, აკადემიურ და ბიზნეს წრეებთან ერთად  განიხილავს.  ღონისძიებას  კომპანია Reformatics-ი უმასპინძლებს.

ნიკა გილაური 2012 წლიდან კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი და McKinsey & Co-ის უფროსი მრჩეველია. ამ 2012 წლიდან დღემდე   მან აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის 30-მდე ქვეყნის მთავრობას გაუწია კონსულტაცია  ისეთ საკითხებში  როგრიცაა სახელმწიფო მმართველობა, ანტიკორუფციული, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა , ასევე რეკომენდაცია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ენერგეტიკის, სოციალური, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი