
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი იარაღი გვაქვს და ეს პირბადის სწორად გაკეთებაა. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბირიფინგზე ისაუბრა.
ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა და არ ვიცით, როდის იქნება. ჯერჯერობით არ არსებობს ეთიოტროპული წამალი და არ ვიცით, როდის იქნება კოვიდზე პირდაპირი მოქმედების წამალი. არის ერთი იარაღი მხოლოდ, ესაა პირბადის სწორი გაკეთება. ამიტომ პირბადის კულტურა უნდა გავაძლიეროთ მაქსიმალურად. რეგულაციები რაც დაწესებულია უნდა დავიცვათ და დისტანციის დაცვა სადაც არ ხდება, პირბადე ვატაროთ, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია კონტროლდება და მათ აქვს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყნის შიგნით.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურა, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.