თავდასხმა ჰაიტიზე | ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებულმა პირებმა 70 ადამიანი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ჰაიტიზე, ერთ-ერთ ქალაქში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 70 ადამიანი მოკლეს. ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. მომხდარმა ქალაქში მასშტაბური პანიკა გამოიწვია. 6 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლებიდან გაქცეულიყო. 

შეიარაღებულებმა დაწვეს ათობით სახლი და მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში, მთელი კარიბის ზღვის ქვეყნების მასშტაბით. 

ეროვნული პოლიციის სპიკერის ინფორმაციით, ქალაქში სიტუაციას  უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი