რუსები ხერსონში, დნიპროს რაიონში მშვიდობიან მოსახლეობას დრონით დაესხნენ თავს. დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ოკუპანტები ხერსონის დნიპროს რაიონში უპილოტო თვითმფრინავიდან თავს დაესხნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს. სამი ადამიანი დაშავდა. 55 წლის კაცმა და 65 და 70 წლის ქალებმა აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღეს", - წერია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, მტრის თავდასხმის დროს დაზარალებულები გარეთ იმყოფებოდნენ. სამედიცინო დახმარების მიზნით, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსეთის თავდასხმების შედეგად, ხერსონის ოლქში, ერთ დღეში 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.