სოხუმი და გროზნო "დაძმობილებული" ქალაქები გახდნენ

გამოქვეყნდა:

ქალაქ გროზნოში ხელი მოეწერა "შეთანხმებას", რომლის მიხედვითაც გროზნო და სოხუმი "დაძმობილებული" ქალაქები გახდნენ. 

"შეთანხმებას" ხელი სოხუმის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს. 

სოხუმი და გროზნო თანამშრომლობას აპირებენ სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სპორტსა და ტურიზმში.

სოხუმის "დელეგაცია" ბესლან ეშბას ხელმძღვანელობით  ქალაქ გროზნოს დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი