შემოწმებულია: ომი, როგორც "ოცნების" მაშველი რგოლი და ხალხის დაშინების მცდელობა

გამოქვეყნდა:

ომი როგორც ქართული ოცნების მაშველი რგოლი და ხალხის დაშინების მცდელობა - ანონიმური ფეისბუქგვერდები ვირუსულად ავრცელებენ პოლიტიკოსების  უკონტექსტო ვიდეოებს ომის შესახებ. ყველა მათგანი მანიპულაციაა. მიზანი კი ოპოზიციონერებისა და საზოგადოებაში აქტიური პირების დისკრედიტაციის მცდელობა. 

ვიდეოებში პოლიტიკოსების განცხადებებს  კონტექსტი სრულად დაკარგული აქვს და ომში ჩართვაზე მოწოდებასთან კავშირში არ არის. ამასთან პოლიტიკოსების განცხადებებს ფონად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დანგრეული  უკრაინული შენობებისა და  განადგურებული ინფრასტრუქტურის კადრებია გამოყენებული. 

სოციალურ ქსელში  ვირუსულად ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ვიდეოც, რომ თითქოს პუტინი თანახმაა აფხაზეთი საქართველო დაუბრუნოს, რაც ვიდეოფაბრიკაციაა და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი.

საინტერესოა, იმ პოლიტიკური კონტექსტის გაანალიზება, რომელიც თითქოსდა აფხაზეთის დაბრუნების საკითხს წინ უსწრებს. ბოლო თვეებია საზოგადოება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმენს ე.წ შერიგების პოლიტიკის ნარატივს, რომელიც პირველად ყველაზე მძაფრი ფორმით გორში, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას გაჟღერდა.

მმართველი გუნდის პოლიტიკური ნარატივების პარალელურად ამ ვიდეოფაბრიკაციის გავრცელება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ომისა და მშვიდობის თემა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ღერძს წარმოადგენს. ხელისუფლება ომის საკითხით მანიპულირებს და ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს, ყველას, ვინც მათ პოლიტიკას აკრიტიკებს, ქვეყანაში არეულობა სურს.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი