"ეს არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატიც" | "ოცნების" პროპაგანდისტულ პოლიტიკას ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებენ

გამოქვეყნდა:

"ოცნების" პროპაგანდისტულ პოლიტიკას ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებენ. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისინი დეტალურად საუბრობენ ივანიშვილის გუნდის  ნაბიჯებზე, მათ შორის  წინასაარჩევნო კამპანიაზე რომლის ფარგლებშიც ოცნება უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს და პირდაპირ ამბობენ რომ ქართული ოცნება კრემლის სცენარით მოქმედებს და ყოველდღიურად ცდილობს ქვეყანა დასავლეთს ჩამოაშოროს და რუსეთს დაუახლოოს.

"ყოველთვის კარგი იდეაა ხალხს უთხრა რომ შენ მშვიდობა შეინარჩუნე, ეს ისაა რისი მოსმენაც ხალხს უნდა ამასთან არგუმენტი რომ  საქართველოს მთავრობამ მშვიდობა შეინარჩუნა იმით, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირა, ან იმას გულისხმობს რომ რუსეთი აპირებს ყველას დაესხას თავს ვინც ეს გააკეთა, ან იმას რომ საქართველოს პოზიციაა გააკეთოს ის რაც რუსეთს სურს, უნიკალურად მართებულია. მაგრამ თუ ასეა, მაშინ ქართული ოცნება რასაც ხალხს ეუბნება არის ის რომ სანამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც მოსკოვს სურს ის ჩვენთან არ შემოიჭრება. ყველა ლამაზი სიტყვის მიღმა ეს ამას ნიშნავს, მაშინ რამდენად განსხვავდება ეს იმისგან რაც 1991 წლამდე იყო? შედეგად რასაც ქართული ოცნების  წარმომადგენლები ამბობენ არის დამოუკიდებლობისთვის ქვეყნის ბრძოლის და შემდგომი ბრძოლების ღალატიც.

იმის თქმა რომ ერთი მხარე ბოდიშს იხდის ნიშნავს, რომ ეს მხარე წუხს, ნანობს რაღაც კონკრეტულ მოქმედებას რაც როგორღაც მისი ჩადენილია. ეს ბევრად იმაზე შორს მიდის ვიდრე საჭიროა მოლაპარაკების დასაწყებად. ეს მიდგომა მიუთითებს, რომ სანამ იმას ვაკეთებთ რაც მოსკოვს სურს ყველაფერი რიგზე იქნება. პირობას გაძლევთ, რომ როგორც საქართველოს ისტორია განმეორებითად აჩვენებს, ეს არ მოხდება," - აცხადებს ევრაზიის მკვლევარი პოლ გობლი.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ რუსეთში საკუთარი მიზნების შესასრულებლად ელოდნენ მსგავსი მორჩილი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლას.

"ისეთი განცდა მაქვს, რომ რუსეთის მიზანია აჩვენოს ქართველებს, რომ ერთადერთი გზა რითაც ისინი ამ ტერიტორიის დაბრუნების, ან ურთიერთობის ნორმალიზებას შეძლებენ, მხოლოდ რუსეთის პირობებით მოხდება და არა დასავლეთისკენ მოძრაობით. ვფიქრობ, რუსები, როგორც ჭადრაკის სტრატეგიული მოთამაშეები ელოდნენ იყო მთავრობა, რომელიც საქართველოში ძალაუფლებაში მოვიდოდა და იქნებოდა მორჩილი“ - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი