პროტესტი უნგრეთში | ათასობით ადამიანი სახელმწიფო მედიის "პროპაგანდის" დასრულებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უნგრეთში ათასობით ადამიანმა სახელმწიფო მედიის "პროპაგანდის" დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა, უნგრეთის დროშებითა და ბანერებით - "შეაჩერე პროპაგანდა", "ჩვენ არ გვეშინია", "საკმარისია", დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო მაუწყებელი მიკერძოებულ პროპაგანდას ეწევა, აშუქებს მხოლოდ პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანის პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლებს და მათ ნარატივს იმეორებს.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ირინე ხანმა განაცხადა, რომ "უნგრეთში არის დამახინჯებული მედია გარემო, სადაც პლურალიზმი, მრავალფეროვნება და მედიის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგება".

უნგრეთის მთავრობა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებას უარყოფს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი