"ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე" | კალაძის შეტევა ევროკავშირის ელჩზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიისთვის უკრაინის ტრაგედიას იყენებს და უკრიანის ტრაგედიის ამსახველი ბანერების  ეთერში გაშვებას კრიტიკული მედიისგანაც ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი  "მთავარ არხს", "ტვ-პირველსა" და "ფორმულას" სოლიდური ჯარიმით ემუქრება.  მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების სატელევიზო ეთერით ჩვენება დაუშვებლად მიაჩნიათ ოპოზიციაში და სამოქალაქო სექტორში. "ოცნების" რუსულ პროპაგანდისტულ ბანერებს "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა ევროკავშირის ელჩმა. სწორედ პაველ ჰერჩინსკის ეს განცხადება გახდა "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის მხრიდან ევროკავშირის წარმომადგენელზე შეტევის მიზეზიც. კახა კალაძის თქმით, მსგავსი განცხადებების გამო სხვა ქვეყანაში ელჩს ქვეყნიდან გააპანღურებდნენ.

"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის  გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმოიდგინეთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე. უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები." - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი