"ისრაელი ცივილიზაციის მტრებისგან 7 ფრონტზე იცავს თავს, ყველა მათგანის უკან ირანი დგას" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა 7 ფრონტზე იბრძვის და ყველა მათგანის უკან ირანი დგას.

"დღეს ისრაელი ცივილიზაციის მტრებისგან 7 ფრონტზე იცავს თავს, მათ შორისაა ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლა" ჩრდილოეთში, "ჰამასი" ღაზაში, "ჰუსიტები" იემენში, ტერორისტები დასავლეთ სანაპიროზე და შიიტური დაჯგუფება ერაყსა და სირიაში. რაც მთავარია, ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა პირდაპირ ისრაელისკენ და რომელიც დგას ისრაელის წინააღმდეგ არსებული ყველა ომის უკან. ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული იყავით, ისრაელი იბრძოლებს მანამ სანამ არ გაიმარჯვებს," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ ისრაელი შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია.

"ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან 7 ოქტომბრისთვის, რაც უკავშირდება "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის ერთი წლისთავს. ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა," - ამბობს ჰაგარი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი