საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თაობები ქვეყნისთვის" ემიგრანტებს იმ პროცედურებს განუმარტავს, რომელთა საფუძველზეც მათი საარჩევნო ხმა არ უნდა დაიკარგოს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თაობები ქვეყნისთვის" ემიგრანტებს იმ პროცედურებსა და უფლებებს განუმარტავს, რომელთა საფუძველზეც მათი საარჩევნო ხმა არ უნდა დაიკარგოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყებები უარს ეტყვიან მათ მოხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო აღრიცხვებისა და ცესკოს საარჩევნო სიაში, დავის სამართლებრივად გაგრძელებაში იურიდიულ დახმარებასაც სთავაზობს, რაც  8 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი. სწორედ 13 ოქტომბერს იწურება ვადა სიებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებისთვის.

"თუ ვთქვათ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ემიგრანტები იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვერ ნახეს საკუთარი თავი სიაში. ერთი შესაძლებლობაა, რომ ისევ მიმართონ საკონსულოებს, საელჩოებს ან საოლქო კომისიებს და გადაამოწმონ კიდევ ერთხელ. ან მოგვმართონ ჩვენ და ჩვენ მივმართავთ ცესკოს და დავწერთ მოთხოვნას სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. თუ ცესკო და შესაბამისი კომისიები არ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, მერე რჩება სასამართლოში გასაჩივრების გზა. სადაც სასამართლო დაავალდებულებს რომ სიაში მოხდეს შეყვანა. ამისთვის საარჩევნო კოდექსით მცირე ვადებია დადგენილი და შესაძლებელია, რომ თეორიულად მოესწროს," - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ბესარიონ ალავიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი