ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან გააქტიურდნენ

გამოქვეყნდა:

ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან ისევ გააქტიურდნენ. ე.წ სასაზღვრო გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ატოცში  ბოლო  1 კვირაა ოკუპანტების წვრთნები მიმდინარეობს.  

ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ავრცელებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც   დაწერა. 

"ეს მინიშნებს იმაზე, რომ რუსეთი და "ოცნება" არიან ერთ გუნდად შეკრული და მოქმედებენ შეთანხმებულად. ჩვენი აზრით, რუსეთი ახლა გააქტიურებს ასეთი ტიპის მოქმედებებს, გააქტიურდება გატაცებები, ბორდერიზაციის შემთხვევები, წვრთნებიც გახშირდება, რათა მესიჯი გამოგვიგზავნონ და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომ "თუ "ოცნება" წააგებს, 2008 წელი მონაგონი იქნება" ხორცი შეასხან და უფრო რეალური გახადონ. 

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ,"ქართული ოცნება" უდრის რუსეთს, უდრის პუტინის საქართველოს. ამიტომ 26-ში ყველა აუცილებლად უნდა მივიდეთ და ეს შანტაჟისტი, კოლაბორაციონისტი მთავრობა გავუშვათ მის ბუნებრივ წიაღში - რუსეთში." -  აცხადებს ქაცარავა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი