"საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს ომის პროპაგანდას, ტელევიზიებს შეიძლება ჰქონდეთ, მყარი სამართლებრივი არგუმენტები, რომ არ გეუშვან ეს ვიდეორგოლები" | ედუარდ მარიკაშვილი "ოცნების" ბანერებზე

გამოქვეყნდა:

"საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს ომის პროპაგანდას და შესაბამისად მე მგონია, რომ გარდა მორალური არგუმენტებისა, ტელევიზიებს შეიძლება ჰქონდეთ, ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტები'' - ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, "ქართული ოცნების" კრიტიკულ მედიის მიმართ მოთხოვნას, უკრაინის ტრაგედიის ამსახველი ბანერების ეთერში გაშვების თაობაზე. 

"აქ არის როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური არგუმენტები. დავიწყებ მორალური არგუმენტებით, ეს არის არგუმენტი იმასა, რომ ეს ვიდეოკლიპები და ბანერები არის ფაქტობრივად დაცინვა ჩვენი უკრაინელი დების, ძმების და მეგობრების. ქვეყნისა, რომელიც არის გაუმართლებელ არაპროვოცირებულ ომში და ებრძვის რუსეთის იმპერიას. საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს ომის პროპაგანდას. და შესაბამისად მე მგონია, რომ გარდა მორალური არგუმენტებისა, ტელევიზიებს შეიძლება ჰქონდეთ, მათ შორის ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტები, რომ არ გაუშვან ეს ვიდეორგოლები,"- ამბობს  ედუარდ მარიკაშვილი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი