
თენგიზ ცერცვაძე სკოლებში, სწავლის დაწყების კიდევ ერთხელ, ორი კვირით გადადებას არ გამორიცხავს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებს ასცდება, სწავლა კიდევ გადაიდება
თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსთან" საუბარში.
დღეს სკოლებში სწავლის განახლებაზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა და თქვა, რომ ამ ეტაპზე სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემილოგიური ვითარების გართულების გამო, საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქებში 15 სექტემბერს სასწავლო წელი ისევ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო და სკოლების გახსნა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.