კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ | მედიაომბუდსმენმა comcom-ის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ძირითად მიგნებებზე,  მათ შორის არის სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის ურთიერთობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას.

  • საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავების და მედიის დასჯის ინიციატორი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა".
  • "ქართული ოცნების" მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთიდაიმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: "მთავარი არხი" "ფორმულა" და "ტელეკომპანია პირველი".
  • სასამართლომ უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას
  • მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვს, სამ კრიტიკულ მაუწყებელის არ აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს
  • პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დილემა 2016 წელს დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ "ცენტრისტების" რგოლის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა
  • სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით "მედიაკრიტიკის" სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი 2024 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, იმ მიზნით, რომ ჟურნალისტებს და ოპერატორებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, საკუთარი უსაფრთხოების და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის რისკის ქვეშ დაყენების ფონზე, უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. მედიაომბუდსმენის განცხადებით მედიის სამუშაო პირობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. შესაბამისად, პროექტის გუნდი აკვირდება ჟურნალისტების და ოპერატორების შესაძლებლობას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, როგორც დოკუმენტში წერია, მედიაომბუდსმენს სურს მედიაორგანიზაციები დაცული იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებული რეგულირებისგან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი