ბანგლადეშში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ბანგლადეშში, წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაზარალდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ სახლების ნაწილი წყლითაა დაფარული, დანგრეულია ხიდები, დატბორილია გზები, რის გამოც სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას დახმარება სასწრაფოდ სჭირდება.

მაშველები ხალხის გადარჩენას ნავებითა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობენ.

„ჩვენი პრიორიტეტია ხალხის უსაფრთხო თავშესაფრებში გადაყვანა და მათთვის აუცილებელი ნივთებითა თუ საკვებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა შერპურის რაიონის ადმინისტრატორმა, ტოროფდარ მაჰმუდურ რაჰმანმა.

ბანგლადეშში სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც უხვ ნალექს პროგნოზირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი