ოლიგარქის შემოდგომა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბოლო დღეების განმავლობაში, ოლიგარქიულმა რეჟიმმა უკან ორჯერ დაიხია. პირველი, როცა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეწყვიტა "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და კამპანია "აირჩიე ევროპის" წინააღმდეგ რეპრესია. რეალურად, რეჟიმმა უკან დაიხია იმ სამოქალაქო აქტივიზმის წინაშე, რომელიც ორგანიზებულად აპირებს უდიდესი სადამკვირვებლო მისიის შეგროვებას და რომლის საშუალებითაც მოქალაქეები არა მხოლოდ აირჩევენ ახალ ხელისუფლებას, არამედ პირადად დააკვირდებიან იმას, რომ მათი არჩევანი ვერავინ გააყალბოს. 

რეჟიმმა მეორედ მაშინ დაიხია უკან, როცა უცხოეთში მცხოვრებ მუდმივი მისამართის არმქონე დევნილებს ფაქტობრივ მისამართზე ხმის მიცემის უფლება დართო. ცხადია, ეს არ და ვერ აგვარებს ათასობით ადამიანის პრობლემას, ვინც უცხოეთში დამატებითი უბნების გახსნას ითხოვს, მაგრამ ხელისუფლების უკან დახევა კარგად აჩვენებს მომენტუმს, რომ ახლა ცვლილებების დროა. 

იხილეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი