ცვლილებების მოლოდინში | საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 26 ოქტომბერს, აჭარაში უზენაესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება

გამოქვეყნდა:

აჭარა ცვლილებების მოლოდინშია - ბათუმისა და მთელი რეგიონის ბედი 312 328 ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. 

აჭარის უზენაეს საბჭოში 21 ადგილის დასაკავებლად ოფიციალურად 11 პოლიტიკური პარტია იბრძვის, თუმცა მთელი საქართველოს მსგავსად, აჭარაშიც, ცხადია, რომ მმართველი ძალისთვის ძალაუფლების ჩამორთმევის რეალური შანსი იმ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ კოალიციურ გაერთიანებს გააჩნიათ, რომელთა საარჩევნი ნომრებიც 4, 5, 9 და 25-ია.   

აჭარის პოლიტიკური რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის ავანგარდში, ის კოალიცია დგას, რომელიც, სწორედ, ცვლილებებისთვის შეიქმნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი - დროას, პოლიტიკურ გაერთიანებას სიის პირველ ნომრად მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილების მქონე ბათუმელი მირდან ქამადაძე ჰყავს წარდგენილი.  

მისი აზრით, პოლიტიკაში სამართლიანი თამაშის წესების უზრუნველყოფის ქვაკუთედი, დამოუკიდებელი და  მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ მხოლოდ ამ სისტემის გამართული მუშაობა ხდის შესაძლებელს, ყველა იმ ეკონომიკური თუ სოციალური დაპირების შესრულებას, რომელსაც არჩევნების წინ, პოლიტიკური პარტიები არიგებენ. 

მირდატი დარწმუნებულია, რომ ერთპარტიული და მითუმეტეს ერთპიროვნული გადაწყეტილებების მიღების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს. მისი აზრით, მას შემდეგ რაც რეალობა შეიცვლება პოლიტიკური თამაშის, ახალი, სამართლიანი წესები, ნებისმიერ პოლიტოკოსოსს ღია და საჯარო პოლიტიკის წარმოების ვალდებულებას დაუწესებს. 

როგორც ყველა მისი ოპოზიციონერი კოლეგა, მირდატიც დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათის შემდეგ, ფურცელზე, ოფიციალურად გაფორმდება ის, რაც ცხადზე უცხადესი და რაც მთავარია გარდაუვალი, აჭარის უზენაეს საბჭოში "ქართული ოცნება" დაკარგავს უმრავლესობას და შესაბამისად ძალაუფლებას.   

იმისათვის, რომ აჭარის უზენაეს საბჭოში, “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგოს, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მინიმუმ თერთმეტი კანდიდატი უნდა გაიყვანონ. ახლა იმის დადგენა, რამდენი მათგანი იქნება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან” რთული სათქმელია, თუმცა სიის პირველი ნომერი, ელგუჯა ბაგრატიონი დარწმუნებულია, რომ აჭარის უმაღლეს  საბჭოში ის პარტიული სიიდან  მარტო ნამდვილად არ შევა. 

ელგუჯა ბაგრატიონის სიფრთხილე, წარსულის იმ საბედისწერო გამოცდილებას უკავშირდება, რომლის დროსაც "ოცნების" ხელისუფლების ძალოდობრივმა პოლიტიკამ მისი თანაპარტიელის ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე შეიწირა. 2021 წელს საკრებულოს არჩევნებში წაგების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი კანდიდატების გადაბირება და მოსყიდვა დაიწყო, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ამ  სავარაუდო დანაშაულში აჭარის მთავრობის მეთაურის მამა და მისი ამფსონები მონაწილეობდნენ.  

ამ კატასტროფული სტატისტიკის გამოსწორებაში, ნომერ ოთხს და ნომერ ხუთს ნომერი ცხრაც უნდა დაეხმაროს. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილ  სიაში პირველ ნომრად დასახელების პატივი და ამასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაც, დიდი პოლიტიკური წარსულის მქონე იურისტს გენადი თებიძეს ხვდა წილად. ქვეყნის ჭაობიდან ამომთრევ, გამწევ ძალად “ძლიერი საქართველო” ჯენზის თაობას მიიჩნევს და ფსონსაც სწორედ ახალგაზრდებზე დებს.

ხელისუფლებისთვის საძულველ ოპოზიციურ ოთხეულს ნომერი 25 “გახარია საქართველოსთვის” კრავს. აღმოჩნდა, რომ აჭარის ორგანიზაციამ სიის პირველ ნომრად წარადგინა კანდიდატი, რომელიც ამავე პარტიის მთავარ პირველ ნომერს პირადად არ იცნობდა. გოჩა გუგუნავა პოლიტიკაში ბიზნესიდან მას შემდეგ მოვიდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი რეალური სახე გამოაჩინა. 2014 წელს ის ბათუმის  მერის არჩევნებში მონაწილეობდა და მესამე ადგილის დაკავება შეძლო. 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ფორმალურად გაერთიანება ვერ შეძლო, ფაქტია, რომ მათ ამ რეგიონის პრობლემები აერთიანებთ. ასევე ერთნაირი აქვთ ის გამოწვევებიც, რომელსაც წინასაარჩევნოდ მათ "ქართული ოცნების" ორკესტრირებული სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო  რესურსი უმზადებთ. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებულ ექვს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 316 საარჩენო უბანი შეიქმნება, რომელთაგან ძველი მეთოდით არჩევნები 66-ში ჩატარდება, ყველა დანარჩენ უბანში კი ამომრჩევლებს ორი ბიულეტინის გაფერადება მოუწევთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი