"დაიცავი შენი არჩევანი" | ბორდოში მცხოვრები ქართველების მზადება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის

გამოქვეყნდა:

როგორ შეეცადა ხელისუფლება ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევას და როგორია განწყობები არჩევნებამდე 20 დღით ადრე - საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში მცხოვრებმა ქართველებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისთვის თადარიგი ოქტომბრამდე გაცილებით ადრე დაიჭირეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ერთადერთი საარჩევნო უბანი პარიზში გაიხსნება. 

ემიგრანტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილი ეს ბარიერი მათთვის წინაღობა არ იქნება და ისინი 26 ოქტომბერს პარიზში ჩავლენ. მათი თქმით, ახლა საქართველოს მომავალი გადასარჩენია. 

საარჩევნო უბანზე მისვლას აპირებენ ბორდოში მცხოვრები ქართველი სტუდენტებიც. "აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე კოსმოსში ამ ენერგიას ვუშვებ და ვიცი, რომ ასე იქნება", - ამბობს სტუდენტი მარიკა ონიანი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი