22-23 სექტემბერს თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩატარდება

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში იუსტიციის სახლის უკან კორონავირუსზე ტესტირება 22 და 23 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

თბილისში გვინდა გავზომოთ ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა. იუსტიციის სახლის უაკან მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს ხვალ იქნებიან ნიმუშის ამღებები, ვისაც გსურთ შეიძლიათ მიხვიდეთ, მეორე დღეს პასუხი გექნებათ. გვაინტერესებს, დაახლოებით, 1 000 ადამიანზე გაკეთდეს ტესტი. ეს კვლევები არის საშუალება იმისა, რომ გარკვეულწილად პულსზე გეჭიროს ხელი, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურა, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.  

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი