"მაქვს ტვინის შერყევა, ასევე სერიოზული ჰემატომა სახის არეში..." | "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი თავდასხმის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"მაქვს ტვინის შერყევა, ასევე სერიოზული ჰემატომა სახის არეში, რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას, ველოდები პასუხს, რის შემდეგაც გადაწყდება, დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ჯანდაცვის მიმართულების მდივანი ლევან მეტრეველი საუბრობს. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს, რის მიხედვითაც გადაწყდება დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ", - განაცხადა მეტრეველმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი