
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელევიზია მუშაობას არ შეწყვეტს.
ის პირები რომლებთაც ახლო კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულთან გადავლენ თვითიზოლაციაში, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ, - წერია განცხადებაში.
აჭარის ტელევიზიის სხვა თანამშრომელს კორონავირუსი სექტემბრის დასაწყისშიც დაუდასტურდა. მაშინ მაუწყებელმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურა, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.