ანექსირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში, ნავთობის საცავი იწვის - ამის შესახებ რუსული სააგენტოები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან. ხელისუფლება ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ ტელეგრამ არხებით გავრცელებული ცნობებით,  ყირიმის ნავთობბაზას უკრაინულმა თვითმფრინავებმა შეუტიეს.

„ფეოდოსიას ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ეკიპაჟები მუშაობენ, მსხვერპლი და დაშავებული არ არის“, - ნათქვამია ფეოდოსიის "ადმინისტრაციის" განცხადებაში. 

ASTRA Telegram-ის არხი აქვეყნებს ხანძრის ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, ფეოდოსიის მეზობელი სოფელ ბერეგოოეს გარეუბნიდანაა გადაღებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი