"რეციდივისტად იქცა" | პაპუაშვილი პრეზიდენტის 4 "კონსტიტუციურ დარღვევას" ასახელებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარტიას პრეზიდენტის წინასაარჩევნო აქტიურობა არ მოსწონს - შალვა პაპუაშვილმა "უნებართვო ვიზიტების" გარდა, ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას უკვე მეორედ იწყებენ:

"ის უკვე გარკვეულწილად რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის. ერთი ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის როგორც ვნახეთ. მეორე- ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, რაც ასევე გახლავთ კონსტიტუციის დარღვევა და მესამე - ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში , რაც ასევე არის დარღვევა და პრინციპი მეოთხე დარღვევაც არის, როდესაც ის საუბრობს რომ პრემიერმინისტრის კანდიდატი მან უნდა დაასახელოს" თქვა პაპუაშვილმა. 

იხილეთ:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი