საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები ევროკავშირისგან აშორებს, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან | პაველ ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროკავშირისგან აშორებს და ხელისუფლების წევრები შეუთავსებლები არიან  ევროკავშირის ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან" - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი