პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს | ზურაბიშვილი დღეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შეეცდება ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას და მოისმენს მათ პოზიციას პრემიერობის იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტს უკვე შერჩეული ჰყავს.

დღეს 14:00 საათზე ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს "კოალიცია ცვლილებებისთვის",  ასევე დღესვეა დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა "გახარია - საქართველოსთვის" პარტიის წარმომადგენლებთან. 

კონსულტაციები გაგრძელდება ხვალაც. 8 ოქტომბერს შეხვედრა იგეგმება "ძლიერ საქართველოსთან" და "ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობასთან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი