"ვიკვლევთ დამატებით ზომებს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ" | სენატორი ბენ კარდინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის შემდეგ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს სენატორმა კარდინმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: 

"მინდა მადლობა გითხრათ თქვენი გამოსვლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 2024 წლის 12 სექტემბერს. თქვენი ხედვები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონების შესახებ და ამ შეზღუდვების სამიზნედ ყოფნის პირადი გამოცდილება, ძალიან ღირებული იყო კომიტეტისათვის, რადგან  ვიკვლევთ დამატებით ზომებს, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ.
თქვენი რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაუმჯობესების შესახებ დროული და არსებითია. გთხოვთ, რომ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა კვლავ განაგრძოთ თანამშრომლობა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული აქტივისტების მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
თქვენი ლიდერობა ამ საკითხებში, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, შთამაგონებელია და მზად ვართ დავუჭიროთ მხარი თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობას. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის და  უფრო თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისადმი იმედიანი განწყობისთვის. მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობას, რადგან ვავითარებთ დამატებით ინიციატივებს სამოქალაქო სივრცის დასაცავად და დემოკრატიული მდგრადობის ხელშესაწყობად მთელს მსოფლიოში." წერს სენატორი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სენატში 12 სექტემბერს, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე  საქართველოს შესახებ მოსმენაზე გამოვიდა და დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსულ კანონზე და მისგან მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ქვეყნისთვის.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი