"მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოცდისთვის" | სანდუ ზურაბიშვილს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

მოლდოვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას მაია სანდუ ავრცელებს და წერს: 

"მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული  გამოცდისთვის. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ." წერს მაია სანდუ.

20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი მთავარი კონკურენტი, ყოფილი მთავარი პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო.

იმართება რეფერენდუმიც - მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი